პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება.
არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. ყველა ჯერზე როცა ასე იქცევით, თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება.
მაშველები სანაპიროს ყოველ წერტილში ვერ იდგებიან, ამიტომ ეცადეთ საცურაოდ აირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაშველები პატრულირებენ.
არასდროს მოგერიდოთ მაშველისთვის კითხვის დასმა, ისინი ყოველთვის მზად არიან, მოგაწოდონ ინფორმაცია ამინდზე და იმ ზონის უსაფრთხოებაზე, სადაც ცურვას აპირებთ.
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ცურვის ტექნიკაში, ეცადეთ შორს არ გახვიდეთ, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი.
დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში
- წითელი ალამი – თუ ზღვის სანაპიროზე წითელ ალამს შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
- თეთრი ალამი – თეთრი ალმის შემთხვევაში ზღვაში ცურვა ნებადართულია.
ტივტივა – ტივტივა ზღვაში არსებული გამაფრთხილებელი ნიშანია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ცურვა უსაფრთხო არ არის. - ბანერები – სანაპიროებზე შეხვდებით ბანერებს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ზღვაში შესვლა ნებადართული არ არის.
მოერიდოთ ზღვაში მარტო შესვლას, ყოველთვის ეცადეთ სანაპიროზე მეგობართან ერთად გახვიდეთ, ან უბრალოდ, ხალხმრავალი სანაპიროები შეარჩიოთ.
თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები.
________________
მომზადებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.