მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ქედის მერია თევზსაშენი მეურნეობების მხარდასაჭერ ახალ პროგრამას განახორციელებს

25.06.2018 • 2269
ქედის მერია თევზსაშენი მეურნეობების მხარდასაჭერ ახალ პროგრამას განახორციელებს

აჭარის რეგიონი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატიდან გამომდინარე, საკმაოდ მდიდარია ჰიდრორესურსებით, რომლებიც ენერგო და სამელიორაციო დანიშნულების გარდა, ნაწილობრივ სამეურნო თევზმოშენებისთვისაც გამოიყენება. ამ მხრივ, განსაკუთრებული დატვირთვა ქედის მუნიციპალიტეტშია, სადაც 68 სხვადასხვა ზომის და წარმადობის საკალმახე მეურნეობაა შექმნილი.

ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ არსებული საკალმახე მეურნეობების მხოლოდ 8%-ია დატვირთული ინტენსიურად, ხოლო 30% მხოლოდ ტურისტულ სეზონზე მოქმედებს, რაც შემდეგი მიზეზების გამოა განპირობებული:

[checklist]

  • სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანით გაჩერებული საწარმოები, რომელთაც წყლის მიღების (ჩაშვების) სისტემა არ აქვთ გამართული;
  • გაუმართავი წყალმიღების სისტემა აფერხებს აუზებში ჩასმის სიმჭიდროვეს, არღვევს კვების რაციონს და ახანგრძლივებს საწარმოო სტანდარტის თევზის მიღების ხანგრძლივობას;
  • მუნიციპალიტეტში არცერთი საწარმო არ არის ტექნიკურად გამართული, დაგეგმილი და შეფასებული ჰიდროლოგიური რისკებით;
  • დაბალია ცნობიერება წყლის მართვის და ჰიდრორესურსების ეფექტურად გამოყენების შესახებ;
  • არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის იქთიოფაუნის ადგილობრივ სახეობებს;
  • ხშირია მეურნეობებში დაავადებების გავრცელების შემთხვევები და ა.შ.

[/checklist]

ქედის მერიამ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, შეიმუშავა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული თევზსაშენი მეურნეობების წყალაღების და ჩაშვების ჰიდროინჟინრული ტექნოლოგიის პროგრამა“ , რომლის მიზანია თევზსაშენ საწარმოებში ჰიდროინჟინერის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილი იქნასწყალმომარაგების ოპტიმალურობა და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკები. რეკომენდაციები გამოადგება როგორც მოქმედ საწარმოებს, ასევე დამწყებ ფერმერებსაც.

პროგრამის განხორციელების ვადა ივნისი-ივლისის თვეებია და მისი ბიუჯეტი 4 900 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: