მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტრანსგენდერ ქალს სცემეს

25.06.2018 • 3262
ბათუმში ტრანსგენდერ ქალს სცემეს

24 ივნისს, ღამით, ბათუმში ტრანსგენდერ ქალს –  ქ.ქ.-ს სცემეს. დაშავებულის მეგობრების თქმით, ტრანსგენდერ ქალს გენდერული იდენტობის გამო ორმა ბიჭმა სცემა და სახის არეში მიაყენა დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს წერეთლის ქუჩაზე სცემეს. დაიწყო გამოძიება 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

დაშავებულს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურისთვის არ მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: