მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება

24.06.2018 • 5502
ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება

ხვალ, 25 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით გზის გახსნა დღის 2 საათზე იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბათუმში ხვალ, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება, ამიტომ სხვადასვა ღონისძიებების გრაფიკი ამ დრომდე თანხმდება.

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა, რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო მონაცემებით გზის გახსნა 2018 წლის 18 ივნისს იყო დაგეგმილი.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: