მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება

24.06.2018 • 2012
ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება

ქობულეთს დღეს, 24 ივნისს, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე წუხელ მომხდარი ავარიაა.

„მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის სრულდება და დაახლოებით 1,5 ან 2 საათში დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას“ – გვითხრა დავით ლეკვეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის [დღის 12 საათი] ქობულეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს დაახლოებით 2000 აბონენტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: