მთავარი,სიახლეები

გახდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი – კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

22.06.2018 • 3053
გახდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი – კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება 30 ივნისამდე შეუძლიათ.

პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში, უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ისრაელის სახელმწიფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

“ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება იქნება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.  ასევე საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში  ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი გაიმართება,  რომლის ფარგლებშიც შერჩეული კანდიდატები  წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას.

პროგრამაში მონაწილეობის  მისაღებად და განაცხადის შესავსებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს.

 

გადაბეჭდვის წესი