მეზღვაურებს მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გაუადვილდებათ

პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ,  სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა.

კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად 6 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს III/5 მოტორისტის სერტიფიკატი.

იმისთვის რომ მეზღვაურებმა ამ ცვლილებით ისარგებლონ უნდა აკმაყოფილებდნენ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის შესახებ“ (STCW) კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნას აღიარებულ წვრთნასთან დაკავშირებით.

აქამდე მატროსის სერტიფიკატის მისაღებად 18 თვის სტაჟი იყო საჭირო, ხოლო მოტორისტის სერტიფიკატის მისაღებად 12 თვის სტაჟი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი