რეკლამა,სიახლეები

კატარაქტა – როგორ დავიბრუნოთ მხედველობა

22.06.2018 • 11906
კატარაქტა – როგორ დავიბრუნოთ მხედველობა

[checklist]

  • გამოსახულებას ბუნდოვნად ხედავთ?
  • ფერები ისეთი მკვეთრი და კაშკაშა აღარ გეჩვენებათ, როგორც ადრე?
  • სათვალე აღარ გშველით?
  • მზის შუქი ან სხვა ნებისმიერი სინათლე თვალს ძალიან გჭრით?
  • სინათლის წყაროს ირგვლივ ჩნდებიან შუქის რგოლები (არეოლები) და უჩივით მხედველობის დაქვეითებას განსაკუთრებით ღამით?

[/checklist]

თუკი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანი აღგენიშნებათ, შესაძლოა ეს კატარაქტის ანუ ბროლის შემღვრევის ბრალი იყოს. უმეტეს შემთხვევაში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში სწორედ რომ კატარაქტა გახლავთ.

კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დანისვლა (გაბუნდოვანება). მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა  და სიბრმავე.

სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე

სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე

ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება.
ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი, პროგრესირებადი ხასიათი აქვს.

თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.

შეძენილ კატარაქტას, განვითარების მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:

[checklist]

  • ასაკობრივი (ხანდაზმულთა) კატარაქტა
  • ტრავმული კატარაქტა – ვითარდება როგორც დახურული ტრავმის, ისე თვალში შემავალი ჭრილობის შედეგად
  • გართულებული კატარაქტა – ვითარდება თვალის გარსის სისხლძარღვების ანთების (უვეიტი), მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური დეგენერაციისა და თვალის ზოგიერთი სხვა დაავადების ფონზე
  • სხივური კატარაქტა – ბროლის შემღვრევა გამოწვეულია სხივური ენერგიის – ინფრაწითელი სხივების (ჩვეულებრივ, პროფესიულია, მაგალითად, მინის მბერავების კატარაქტა), რენტგენისა და რადიაციის ზემოქმედებით
  • ტოქსიკური კატარაქტა – ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ წამლისმიერი კატარაქტების დიდ ნაწილს, რომლებიც აღმოცენდება ზოგიერთი წამლის (კორტიკოსტეროიდების, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვათა) ხანგრძლივი მიღების შედეგად
  • ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები) გამოწვეული კატარაქტა

[/checklist]

კატარაქტაზე სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა. ექიმი სადიაგნოსტიკოდ ატარებს ბიომიკროსკოპიას – თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას – თვალის ფსკერის დათვალიერებას – და ჩვენებიდან გამომდინარე, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს.

ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება

ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება.

არსებობს კატარაქტის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტებიც. ისინი უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე ახდენენ გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინების  მიღება.თუ მედიკამენტური მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზევე დავიწყეთ და უწყვეტად განვაგრძეთ, შესაძლოა, პროცესი შევაფერხოთ, მაგრამ ამ გზით განკურნება შეუძლებელია.

კატარაქტისგან განკურნების ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლით შეცვლაში. ეს ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება, პაციენტისთვის უმტკინვეულოდ. ქირურგი ოპერაციას იწყებს ძალიან მცირე ზომის განაკვეთით. ამ განაკვეთში იგი შეიყვანს წვრილ ნემსს, რისი საშუალებითაც შემღვრეული ბროლი უწვრილეს ნაწილაკებად დაქუცმაცდება და თვალიდან გამოიდევნება. იგივე განაკვეთიდან, ძველის ბროლის ადგილზე, გადაინერგება ახალი ინტრაოკულარული ლინზა (ხელოვნური ბროლი). ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება, ბროლის სიმკვრივისა და ზოგადად, ოპერაციის სირთულის მიხედვით.

პაციენტს მხედველობა სწრაფადვე უუმჯობესდება ოპერაციის შემდეგ. ზოგჯერ კი მხედველობის საბოლოო აღდგენამდე რამდენიმე დღე და კვირაა საჭირო.

კატარაქტის ოპერაციის შედეგები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: წინასაოპერაციო ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, თანმხლებ დაავადებებზე, საოპერაციო მასალასა და აპარატურაზე და რა თქმა უნდა, ქირურგის გამოცდილებაზე.

აგრეთვე ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს თვალის თანმხლები დაავადებები ბადურა გარსის და მხედველობის ნერვის, მაგალითად, გლაუკომა, მაკულოდისტროფია, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ თვალის ფუნქციებზე და უწევენ წინააღმდეგობას მხედველობის სრულ აღდგენას კატარაქტის ქირურგიის შემდეგ.

სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ ოფთალმოქირურგიული განყოფილება 2007 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში აჭარის რეგიონის ოფთალმოლოგიური დარგის ლიდერის პოზიციებს იკავებს. აქ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების აპარატურა. ოპერაციებს ატარებენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც ვიწვევთ ბათუმში.  გამოყენებულია კატარაქტის უნაკერო ქირურგიის პროგრესული, უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც ხელოვნური ბროლის იმპლანტირება ხდება ზემცირე გაკვეთის მეშვეობით, კატარაქტის ექსტრაქცია ტარდება ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით.

დღეს ხელოვნური ბროლის ფართო არჩევანი არსებობს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. მრავალი სამედიცინო კომპანია სხვადასხვა მატერიალის ბროლს აწარმოებს. ეს ბროლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბევრი მახასიათებლით: შემადგენელი ნივთიერება, დიზაინი, ზომა და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ბროლი, რომელიც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული: სპეციალურად კატარაქტის პროცედურისთვის შემუშავებული, საიმედო და გამოცდილი ნივთიერებისგან. ამ ტიპის ბროლები ოპერაციის შემდეგ იდეალურად ცვლის ბუნებრივ ბროლს, ადვილად და უსაფრთხოდ იმპლანტირდება თვალში და წლების შემდეგაც ყოველგვარი გართულების გარეშე ასრულებს მის ფუნქციას.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო მწარმოებლების მიერ გამოშვებული ბროლები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს და ხელოვნური ბროლის მოდიფიკაციას. თუ ორივე თვალის ოპერაციაა საჭირო, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ერთდროულად ორივე თვალის ოპერაცია არ ტარდება.

კატარაქტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სათანადო მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი: სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: