მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ – ფინკა ბანკში სესხების კამპანია გრძელდება

22.06.2018 • 1733
„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ – ფინკა ბანკში სესხების კამპანია გრძელდება

უკვე 1 თვეა ფინკა ბანკში სესხების კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან სესხი, ისეთი, როგორიც სურთ და სჭირდებათ.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით.

როგორც ფინკა ბანკში აცხადებენ, კამპანია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დიდია. კამპანიის მიზანია მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება.

„კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს, თავად შეარჩიონ სესხის ე.წ ინგრედიენტები და თავად შექმნან სესხი. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სესხი ესადაგებოდეს მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ჩვენი მომხმარებლების თითქმის 80% რეგიონებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით და ფერმერობით არის დაკავებული, სეზონურობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ ეს კამპანია და მომხმარებლებს ახალ შესაძლობლობას ვთავაზობთ“.- აღნიშნავს ჯამბულ ხოზრევანიძე, ფინკა ბანკის დასავლეთ რეგიონის რეგიონალური ოპერაციების მენეჯერი.

სესხების კამპანია ფინკა ბანკში წლის ბოლომდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის განაცხადი შეავსონ ონლაინ ან სერვის ცენტრებში, ან დარეკონ ფინკა ბანკის ცხელ ხაზზე : *4949

გადაბეჭდვის წესი


ასევე: