მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე“ და ფესტივალი ,,არტ-გენი“ ქედაში ერთად გაიხსნა

საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“, მახუნცეთში დღეს ოფიციალურად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აკადემიკოსმა ვაჟა ბერიძემ გახსნეს.

პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა. სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.

„სამშობლოს სადარაჯოზე“ ზურაბ პატარაძემ და აკადემიკოსმა ვაჟა ბერიძემ გახსნეს.

სიტყვით მიესალმნენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მწერლებმა, ისტორიკოსებმა და საზოგადოების წევრებმა.

პარალელურად Art-გენი 2018 გაიმართა, რომელმაც სტარტი ქედის მუნიციპალიტეტიდან პირველად აიღო. ფესტივალის წლევანდელი თემა ასევე სიმბოლურია – ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

კონცერტი შავფაროსნებმა გახსნეს. მოწვეულნი იყვნენ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები. Art-გენის მე-15-ედ აღინიშნა და ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თავლსაზრისით, ისე ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაციაა.

სწორედ, ასეთი ადგილია მახუნცეთი, სადაც ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, დღეს ტურისტებმაც ისიამოვნეს არაჩვეულებრივი სანახაობებით.

სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა - ბერიძეების საგვარეულომ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.

სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.

პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა.

პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი