ავარია ბათუმში – ორი ბავშვი და ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შეჯახების შედეგად ქალი თავის შვილებთან ერთად საავადმყოფოში მოხვდა.

დაზარალებულთაგან ერთ-ერთ ბავშვს  კიდური აქვს მოტეხილი, დანარჩენ ორს – სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.