აჭარის საპატრულო პოლიციას მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – მიხეილ დილიმაშვილი. იგი მეორე დღეა ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ადასტურებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიხეილ დილიმაშვილი ბოლო წლებში თბილისის საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მიხეილ დილიმაშვილს ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული. ამ დროისთვის იგი სოდ-ის, ანუ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

აჭარის საპატრულო პოლიციას 2018 წლის თებერვლიდან მანუჩარ კაციტაძე ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ იგი ქვეითი პატრულის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

მთავარი ფოტოზე მიხეილ დილიმაშვილი / ფოტო მიხეილ დილიმაშვილის ფეისბუქგვერდიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი