სიახლეები

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა ბათუმის აეროპორტში

21.06.2018 • 4627
ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა ბათუმის აეროპორტში

14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი  – 9 აბი),  ფლუტაბი (FLUTAB pseudoephedrine HCI -30 mg -2 აბი), დიაზეპამი (DIAZEPAM-RATIOPHARM– 5 mg – 7 აბი), ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები: ტრამალი (TRAMAL tramadol HCI-50 mg  – 8 აბი), ვერმო (VERMO morphine Sulphate – 30 mg  – 2 აბი), სოლფადეინი (SOLPHADEINE codeine phosphate – 8 mg – 6 აბი), პროდეინი (PRODEIN 30/500 codeine phosphate – 30 mg – 10 აბი) და 1.5 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, 18 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, მექსიკის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტი ოქსიკოდონი (OXYCODONE HCL  30 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: