მთავარი,რეკლამა,სიახლეები

Manpa – ავეჯი სახლის სრული კომფორტისთვის

21.06.2018 • 14785
Manpa – ავეჯი სახლის სრული კომფორტისთვის

გემოვნებიანი, მოსახერხებელი და ხარისხიანი ავეჯი თქვენი ბინის იერსახის განმსაზღვრელი მთავარი ატრიბუტია. თუ უკვე  დაასრულეთ რემონტი და სრული კომფორტისთვის ავეჯის ყიდვაღა გაკლიათ, ან უბრალოდ ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლება გსურთ, დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ. ავეჯის შესაძენად ჩვენ „მანპას“ ფირმის პროდუქციას გირჩევთ.

ბათუმში „მამპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს,

ბათუმში „მანპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს.

„მანპა“ ავეჯის  ქართული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი ქარხანა აქვს. შესაბამისად, დამზადებისას ისინი თავად აკონტროლებენ ხარისხს და ნებისმიერი ავეჯის შეძენისას მყიდველს ორწლიან გარანტიას სთავაზობენ, რაც მეორადი ავეჯის ყიდვის შემთხვევაში შეუძლებელია. „მანპაში“ მეორად ავეჯზე დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი. დივნის ფასი აქ 320 ლარიდან იწყება, კუთხის დივნისა კი – 750 ლარიდან.

„მანპა“ უკვე 18 წელია არსებობს

სავარძლები, დივნები, ტელევიზორის დგამები, პუფები და დაწნული ავეჯი, საჟურნალე თუ ჩვეულებრივი მაგიდები, საწოლები და კარადები – აქ ყველაფერია, რაც საძინებლისა და მისაღები ოთახების კომფორტულ სივრცედ ქცევისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ.

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ მხოლოდ ვიზუალური ეფექტია საკმარისი ავეჯის შესარჩევად, ამ წარმოდგენას „მანპაში“ აუცილებლად გაგიფანტავენ. აქ აგიხსნიან გარდა დახვეწილი დიზაინისა, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ავეჯის შერჩევისას: უმჯობესია, მაგალითად, თუ დეესპეს ნაცვლად რბილი ავეჯის შიგთავსი ფანერისა იქნება. ნებისმიერი ავეჯის შეძენისას ასევე აუცილებლად უნდა იკითხოთ, რამდენად სქელკედლიანია ავეჯის რკინის კონსტრუქციები.

შეგიძლიათ სასურველი სამზარეულოს დაკვეთაც

შეგიძლიათ სასურველი სამზარეულოს დაკვეთაც

რბილი ავეჯის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ზედაპირს. საუკეთესო მასალად დღესდღეობით ნუბუკი მიიჩნევა: ეს არის სამშრიანი, ხალიჩასავით გამძლე, ტყავისა და ხავერდის ნარევის მსგავსი მასალა, რომელიც ადვილად იწმინდება, მარტივად არ იწვის და სუნთქავს.

გარდა ნუბუკისა, „მანპაში“ შეგიძლიათ ხავერდის, ტილოსა და ე.წ. კრეკის ზედაპირიანი მაღალხარისხიანი რბილი ავეჯის შეძენა.

თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით

თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით.

„მანპაში“ უამრავი სხვადასხვა სტილისა და გემოვნების რამ შეგიძლიათ შეიძინოთ. მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით.

„მანპა“ უკვე 18 წელია არსებობს, კომპანიაში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული. ავეჯის მწარმოებელი კომპანია რამდენიმე მაღაზიას ფლობს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ფოთში.

ბათუმში „მანპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც დაბალი ფასების გამო საქართველოს ყველა რეგიონიდან მიაქვთ ავეჯი მაღაზიებს.

შემთხვევითი არ არის, რომ „მანპა“ უკვე რამდენიმე წელია პირველ ადგილს იკავებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ეგიდით გამართულ ყოველწლიურ კონკურსში, რომელშიც ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

„მანპას“ პროდუქციის შეძენა ხარისხის, გარანტიისა და კომფორტის გარდა, ეროვნული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.

დაგვიკავშირდით: 574 99 43 75

მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N72; 26 მაისის ქუჩა N62; ქობულეთი, მემედ აბაშიძის N18.

გადაბეჭდვის წესი