მთავარი,სიახლეები

სოფელ თხილვანაში მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

20.06.2018 • 2737
სოფელ თხილვანაში მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

სულ 10 წუთი წვიმდა – ამბობენ სოფელ თხილვანაში, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა.
ამ დროისთვის [20 ივნისი – 15:00 საათი] გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი.
თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარი კომპენსაცია გადაუხადა.

თხილვანაში მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

სულ 10 წუთი წვიმდა – ამბობენ სოფელ თხილვანაში, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა.ამ დროისთვის [20 ივნისი – 15:00 საათი] გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი.თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარის კომპენსაცია გადაუხადა.სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. სოფელში ძირითად მოსახლეებთან ერთად სახლები აქვთ დროებით მცხოვრებლებსაც. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თხილვანაში ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად სოფელში ახლა დროებით მცხორებლებიც იმყოფებიან.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on 2018 წლის 20 ივნისი, ოთხშაბათი

სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. სოფელში ძირითად მოსახლეებთან ერთად სახლები აქვთ დროებით მცხოვრებლებსაც. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თხილვანაში ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად სოფელში ახლა დროებით მცხოვრებლებიც იმყოფებიან.

ამავე თემაზე: 

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: