რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

„რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

რამდენიმე თევზის ფიგურა მოზაიკით უკვე მოპირკეთებულია. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

ამავე თემაზე:

„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი