სიახლეები

პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბათუმის მდინარეებში

20.06.2018 • 3580
პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბათუმის მდინარეებში

ბათუმის მერია ბათუმში მდინარეების კალაპოტების წმენდის ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მდინარე ბარცხანის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს.

ფოტო: ბათუმის მერია

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუდმივად ბინძურდება.

მარინოლიტერი არის ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავი. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს.

 

2016 წელს ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტით (EMBLAS), რომლის მიზანიც შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგია, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემოწმებული ადგილების მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობის მარინორიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა.

სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის მიერ მდინარეების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარდა, გასამკაცრებელია კონტროლისა და ჯარიმების აღსრულების მექანიზმები.

მერიის ინფორმაციით, ბათუმში ორი მდინარის, მეჯინისწყლისა და ყოროლისწყლის კალაპოტების გაწმენდა იგეგმება.

ფოტო: ბათუმის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: