მთავარი,სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოერიდეთ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

20.06.2018 • 2740
გარემოს ეროვნული სააგენტო: მოერიდეთ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტი შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს აწარმოებს.

ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და უმეტესად ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს.  ზღვის ძუძუმწოვრის ნავიგაციური ტრავმით ანუ მცურავი საშუალების (გემი, კატერი, სკუტერი და სხვა) შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებით სიკვდილი ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სპეციალისტების მიერ კვლევები მიმდინარეობს, რომელთა შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის, ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 153.

 

 მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამავე თემაზე: ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის მეშვიდე შემთხვევა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: