მთავარი,სიახლეები

რატომ იხოცებიან ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები – ლაბორატორიული კვლევის შედეგები

18.06.2018 • 4574
რატომ იხოცებიან ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები – ლაბორატორიული კვლევის შედეგები

აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ბათუმის ცენტრალური პარკის ტბიდან აღებული სინჯები შეამოწმეს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე ტბის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის შედეგადაც ტბაში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დადგინდა. „არც ჟანგბადის ნაკლებობას აჩვენებს ანალიზი,“ – გვითხრეს მერიაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი არ არის ტბა ტოქსიკური, მაშინ რა იწვევს თევზების სიკვდილს? მერიაში გვეუბნებიან, რომ ამის დასადგენად დამატებითი კვლევა უნდა ჩატარდეს.

„იგეგმება სიღრმისეული კვლევა, რომელიც გარემოს დაცვის სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ“, – ამბობენ მერიაში.

ცენტრალური ტბის ზედაპირზე მკვდარი თევზები რამდენიმე კვირაა რაც გამოჩნდა. ტბის ირგვლივ იგრძნობა მძაფრი სუნიც.

ტბის დაჭაობება 2016 წელს დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ დაჭაობების მიზეზი ტბაში ციანობაქტერიების მომრავლება იყო. ციანობაქტერიების გამრავლების მიზეზად სპეციალისტები ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილ წყლის მიმოქცევას ასახელებდნენ.

2016 წელს მერიამ ტბაში აერაციის სისტემა და აერაციის შადრევანი [შადრევანი 50 მ სიმაღლის ჭავლს წარმოქმნის და ჟანგბადით ამდიდრებს წყალს] დაამონტაჟა. ამის გზით ტბის წყლ ჟანგბადით უნდა გაჯერებულიყო, თუმცა ტბამ დაჭაობება ისევ დაიწყო.

დაავადებული თევზები ნურიგელის ტბაში
ფოტო: ლელა დუმბაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: