სურსათის უვნებლობის სააგენტომ 2018 წლის პირველ კვარტალში სხვა ბიზნესოპერატორებთან ერთად ბათუმში მდებარე ისეთი დიდი სუპერმარკეტებიც დააჯარიმა, როგორიცაა „იალჩინი“ და „გუდვილი“.
ბათუმში, ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარე „გუდვილი“ სააგენტომ 20 თებერვალს 500 ლარით დააჯარიმა ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციისთვის.
2018 წლის პირველ კვარტალში ორჯერ დაჯარიმდა „იალჩინმარკეტი“ – 19 თებერვალს ბათუმში, ჰ.აბაშიძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში მდებარე მაღაზია, 17 თებერვალს კი – ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია. ორივე შემთხვევაში მიზეზი ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია იყო. ჯარიმამ თითოეულ შემთხვევაში 500 ლარი შეადგინა.
სურსათის უვნებლობის სააგენტომ აჭარაში იანვარ-მარტში 55 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, მათგან 38 – ბათუმში, 7 – ხელვაჩაურში, 4- ხულოში და 6 – ქობულეთში.
მთავარი ფოტო: pexels.com
__________________________
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/140806/