მთავარი,სიახლეები

ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით

07.06.2018 • 1884
ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით

ბათუმის მერია  საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ.  

პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

· სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში;

· მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციართა მომსახურება ურეკში;

· ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ პირების, ომში დაზარალებულთა და თანმხლები პირების მომსახურება ურეკში;

· შშმ პირებისომში დაზარალებულთა და მათი თანმხლები პირების მომსახურება წწყალტუბოსა და ბორჯომში;

· ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება წყალტუბოსა და ბორჯომში;

· სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფა ტრანსპორტირების ხარჯით.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განაცხადით უნდა მიმართონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს [ლუკა ასათიანის ქ. #25]. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს: (0422) 24 63 02.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: