სიახლეები,სპორტი

ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია

07.06.2018 • 6664
ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია

სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტო

ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიდეო, რამაზ ზოიძის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქ ჩენგიზ არსლანთან 72 კგ:

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1939136232784069/

 

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/52045/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/49388/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: