მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი კაფე ტროტუარზე ბათუმში

06.06.2018 • 3215
კიდევ ერთი კაფე ტროტუარზე ბათუმში

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, კაფე „ვაინ თაიმის“ მფლობელი ტროტუარს რკინის კონსტრუქციით ისე ღობავს, რომ იქ ფეხით მოსიარულეებისთვის  ვიწრო ადგილი რჩება, პარალელურად, დარჩენილ ნაწილს უფრო ავიწროვებს აქ განთავსებული ქოთნის ყვავილები. მით უმეტეს იქ გავლა გაუჭირდება ეტლით მოსარგებლეს.

ადგილზე გვითხრეს, რომ  ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით ნებართვა მერიისგან აქვთ, ხოლო კითხვაზე, კაფეს წინ ტროტუარის ათვისებული ნაწილის სიგანე ჯდება თუ არა მერიის მიერ დადგენილ ზომებში, ასე გვიპასუხეს: „ რას გეტყვით იცით , ქუთაისის ქუჩაზე გაიარეთ.“

ქუთაისის ქუჩაზე და ზოგადად, ქალაქში ტროტუარების ათვისებაზე იმ ფორმით, რომ იქ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა.

გამსახურდიას #36 -ში ორსართულიანი სახლი სადაც რესტორანი „ვაინ თაუნია“ განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლზე რკინის კონტრუქციის მიმატების წინადადება სააგენტოს საბჭომ განიხილა და შესაბამისი თანხმობაც გასცა.

ბათუმში კაფეებისა და რესტორნების მიერ ტროტუარების ათვისების კონტროლი კი, შეესაბამება თუ არა ათვისებული ფართობები გაცემულ ნებართვას, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის პრეროგატივაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: