ხვალ, 22 მაისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს აჭარაში, კერძოდ:
ბათუმში:
11:00-დან 15:00 საათამდე 226 აბონენტს – ბათუმში გოგებაშვილის, ქუთაისის, ხულოს, გორგასლის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში:
11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 829 აბონენტს გონიოსა და კვარიათის დასახლებების ნაწილში.
შუახევი-ქედაში:
10:00-დან 19:00 საათამდე 52 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილიბაურსა და ნამონასტრევში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.