მთავარი,სიახლეები

ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა

21.05.2018 • 3386
ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა

413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით.

ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა.

ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება ქურდობის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგების შესახებ – რამდენი საქმე გაიხსნა და რამდენი პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეს ინფორმაცია შემდეგი მოტივით ვერ მივიღეთ: „სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების და არა სისხლის სამართლის დანაშაულის გარემოებათა ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირების მიხედვით“.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარში, ქურდობის 116 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში [2017 წლის იანვარში – 40], თებერვალში – 104 [2017 წლის თებერვალში – 39], მარტში – 193 [2017 წლის მარტში 63].

გასულ წელს ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა აგვისტოში დაფიქსირდა – 137.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: