მთავარი,სიახლეები

მოდი, შევრიგდეთ – ქობულეთის საკრებულოს თვამჯდომარე ენმ-ის წევრების ცემაზე

10.05.2018 • 2265
მოდი, შევრიგდეთ – ქობულეთის საკრებულოს თვამჯდომარე ენმ-ის წევრების ცემაზე

ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძისა და ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის ცემის შეფასებას ითხოვენ.

დაპირისპირება 30 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის ციხისძირიდან ქაფურის ხეების გადატანის გაპროტესტებას მოჰყვა. ისინი ასევე ითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დროული გამოძიება მოსთხოვოს.

ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მას ფიზიკურად შეეხო და ცხვირი გაუტეხა კოლეგამ „ოცნებიდან“ ვაჟა შავიშვილმა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ამბობს, იმისთვის, რომ მას შსს-ზე მიემართა, საკრებულოს დაზარალებული წევრებისგან ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა.

ვაჟა შავიშვილი დღეს სხდომას არ ესწრება. სხდომას ესწრება უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ რეაგირება არ მოხდება, ისინი ქუჩაში გაარკვევენ ამ საკითხს. ის ითხოვს საკრებულოს წევრს შეუჩერდეს უფლებამოსილება.
საკრებულოს თავჯდომარემ სიტყვა დაასრულა იმით, რომ საჭიროა შერიგება, “საქციელი გასაკიცხია, მოდი შევრიგდეთ, ჩვენ ქუჩური წესით არ უნდა გავაგრძელოთ, მე არ ვიცი იყო თუ არა ეს ვაჟა შავიშვილი,” – თქვა მან. საკრებულოს თავმჯდომარეს დარბაზიდან უპასუხეს, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრები.

გადაბეჭდვის წესი