მთავარი,სიახლეები

112-ის ოპერატორი მოსწავლის მისამართს სკოლების საინფორმაციო სისტემაზე წვდომით დაადგენს

10.05.2018 • 2460
112-ის ოპერატორი მოსწავლის მისამართს სკოლების საინფორმაციო სისტემაზე წვდომით დაადგენს

112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა  eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. ამას შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა სამინისტროს სსიპ-ს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი. მათივე ცნობით, ეს ხელს შეუწყობს, გადაუდებელი შემთხვევის დროს უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.

ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო 112-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

მთავარ ფოტოზე, კადრი Key Assets-ის სოციალური ექსპერიმენტიდან “ჩაუვლით თუა არა დაკარგულ ბავშვს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: