მთავარი,სიახლეები

ბათუმში მარშის მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტი მოახსნევინეს

09.05.2018 • 3174
ბათუმში მარშის მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტი მოახსნევინეს

ბათუმში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელთაც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი ჰქონდათ გულზე მიმაგრებული, ლენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახსნევინეს.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყეს მსვლელობა ბათუმში. მსგავსი აქციის ჩატარება დაგეგმილია თბილისსა და გორშიც.

ფოტო: ჯაბა ანანიძე

ფოტო: ჯაბა ანანიძე

ჯგუფის წევრებისთვის „გეორგიევსკის ლენტის“ მოხსნა არ უთხოვია საპატრულო პოლიციას, რომელიც ჯგუფს მიაცილებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა მსვლელობა საბჭოთა სიმბოლიკით, ეს მცირე ჯგუფი სკანდირებდა „პუტინ ხუილო“.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: