მთავარი,სიახლეები

მარშირება გეორგიევსკის ლენტებით ბათუმში

09.05.2018 • 3266
მარშირება გეორგიევსკის ლენტებით ბათუმში

დღეს, 9 მაისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი მარშირებს. ზოგიერთ მათგანს გეორგიევსკის ლენტა აქვს მიმაგრებული მკერდზე. აქციის მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს, ზურაბ შაინიძეს, სსრკ-ს წარწერიანი მაისური აცვია. მან განაცხადა, რომ მაისურს არ გაიხდის.

პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, რატომ არ მოსთხოვეს მოქალაქეს საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურის გახდა. მათ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ცდილობენ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჯგუფს საპატრულო პოლიცია მიაცილებს.

ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა მსვლელობა საბჭოთა სამბოლიკით, ეს მცირე ჯგუფი სკანდირებდა „პუტინ ხუილო“.

აქციის მონაწილეები ახლა ცენტრალური პარკის შესასვლელთან არიან შეკრებილნი.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყვეს მსვლელობა ბათუმში. მსგავსი აქციის ჩატარება დაგეგმილია თბილისსა და გორშიც.

მსვლელობა აბაშიძის გამზირზე

პოლიცია აქციაზე

გადაბეჭდვის წესი