აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წლების პრიორიტეტები

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წწ პროგრამის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სააგენტოს მიერ 2019 წლისათვის განსახორციელებელ პროგრამას შეეხო.

პროგრამა : ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება ‘’ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება:

  • ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია;
  • ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
  • ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
  • მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;
  • მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;

პროგრამის ბიუჯეტია – 2 256000 ლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი