მთავარი,სიახლეები

ხიხანის ციხის კოშკების რეაბილიტაციაზე ტენდერი არ შედგა

08.05.2018 • 2466
ხიხანის ციხის კოშკების რეაბილიტაციაზე ტენდერი არ შედგა

ხიხანის ციხის კოშკი N2-სა და კოშკი N3-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კოშკების რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„სააგენტოში ამჟამად ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ნიუანსს, რაც სატენდერო პირობებს უკავშირდება, შევისწავლით დეტალურად და ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ,“ – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირზა ცეცხლაძემ.

სააგენტოს ანალოგიური ტენდერი 2017 წელსაც ჩაუვარდა. სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა, დაახლოებით ორი კვირის წინ „ბათუმელებთან“, ტენდერის ჩავარდნის მიზეზად ის დაასახელა, რომ „რთული სამუშაოს გამო კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა“.

ბოლო ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არ შედგა, ლაშა ასლანიშვილი ამბობდა, რომ ის სააგენტოს ხელმძღვანელად რომ დარჩენილიყო და ეს ტენდერიც ჩავარდნილიყო, პირობებს შეცვლიდა და პრეტენდენტის გამოცდილებიდან ამოიღებდა ძეგლებზე მუშაობას: „თუმცა, პირობებში გავწერდი, რომ კომპანიას აუცილებლად ჰყოლოდა შესაბამისი კომპეტენციის არქიტექტორ-რესტავრატორი და სხვა სპეციალისტები“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/131136/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: