სიახლეები

ქობულეთში ეზოების შესასვლელებთან ავტობუსის გაჩერების მონიშვნები წაშალეს

04.05.2018 • 1740
ქობულეთში ეზოების შესასვლელებთან ავტობუსის გაჩერების მონიშვნები წაშალეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ეზოებში შესასვლელების წინ მონიშნული ავტობუსის გაჩერებები წაშალეს. გაჩერების ნიშნები გზის სავალ ნაწილზე ამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მონიშნეს.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა, სადაც  ჩანდა, რომ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთან იყო მოწყობილი. მაშინ ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ „ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო დასახლებაა.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: