რა უნდა გავითვალისწინოთ ქიმწმენდის დროს

სახლში ტანსაცმლის რეცხვა ყოველთვის არ არის კარგი არჩევანი. პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად უკეთესია, თქვენი სამოსი ან ნივთები პროფესიონალებს ანდოთ.

გთავაზობთ 6 მნიშვნელოვან რჩევას იმ შემთხვევისთვის, თუ გადაწყვეტთ ნივთების ქიმწმენდა-სამრეცხაოში წაღებას:

  • კარგად შეამოწმეთ ჯიბეები, არ დაგრჩეთ მასში ავტოკალამი, ფურცელი ან სხვა ისეთი ნივთი, რაც ქიმწმენდისას ქსოვილს დააზიანებს ან დასვრის
  • არასოდეს არ მოაჭრათ ნაჭრის იარლიყი თქვენს ტანისამოსს. ნებისმიერ ტანსაცმელს აქვს იარლიყი ზედ გამოსახული ნიშნებით. ბევრმა არ იცის მათი მნიშვნელობა, ზოგიერთი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ზოგიერთიც აჭრის ამ იარლიყს და აგდებს. არადა, სწორედ ისინი „გვასწავლიან“ როგორ მოვუაროთ (გავრეცხოთ, გავწმინდოთ, გავაუთოოთ, გავაშროთ) კონკრეტული ტანსაცმელი ისე, რომ არ გავაფუჭოთ. ამ ნიშნების ცოდნა ნამდვილად დაგეხმარებათ, თქვენმა სამოსმა დიდი ხნით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე
  • არ ეცადოთ სახლის პირობებში ლაქების ამოყვანა, რადგან წყალთან შეხებისას ლაქა ღრმად ჯდება ქსოვილში და ამის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, მისი ამოყვანა ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელი ხდება
  • არ გარეცხოთ სახლში ისეთი ქსოვილის ტანისამოსი, რომელიც იოლად შეიძლება შეითელოს და ფორმა იცვალოს. მისი პირვანდელი სახის დაბრუნება მშრალი წმენდის აპარატსაც კი აღარ შეუძლია
  • არ სცადოთ სარეცხ მანქანაში იმ ტანისამოსის გარეცხვა, რომელსაც აქვს რელიეფური აპლიკაცია, თვლები, მძივები, ძვირფასი ღილები… სჯობს დახმარებისათვის პროფესიონალებს მიმართოთ
  • ნუ გარეცხავთ და გააუთოებთ შალის ქსოვილის შარვალს სახლში. სჯობს, ეს საქმეც ქიმიური წმენდისა და პრესის აპარატს ანდოთ

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილად ჯობს ამ საქმეების შესრულება სხვას გადააბაროთ ისე, რომ არ ინერვიულოთ ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, სახლიდან წაღებასა და უკან დაბრუნებაზე, ქიმწმენდისა და სამრეცხაო მომსახურების კომპანიას „დაიმონ შაინს“ უნდა დაუკავშირდეთ.

კომპანია ,,დაიმონდ შაინი“ ფუნქციონირებს 2017 წლის სექტემბრიდან. იგი სამრეცხაო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, სასტუმროებს, რესტორნებს, ფიტნესკლუბებსა და სილამაზის სალონებს.

სამუშაო საათები: ყოველდღე, 1000 – 1900

მისამართი: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #118

დაგვიკავშირდით: 599 57 57 97

„დაიმონდ შაინი“ – ხარისხიანი სამრეცხაო მომსახურება და ქიმწმენდა ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი