მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

04.05.2018 • 3491
ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურების მუშაობას.

საქალაქო, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება კი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვლადიმერ ხინთიბიძეს ანდო. ის მერიაში წლების განმავლობაში შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბათუმის წინა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ვლადიმერ ხინთიბიძე კეთილმოწყობის სამსახურში გადაიყვანა და იგი დღემდე ამ სამსახურში მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: