მთავარი,სიახლეები

ავარია ბათუმში – გორგილაძის ქუჩა გადაკეტილია

03.05.2018 • 6305
ავარია ბათუმში – გორგილაძის ქუჩა გადაკეტილია

ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტილია. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა მსუბუქად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ცაგო კახაბერიძის ფოტო

ცაგო კახაბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი