საქართველოს რკინიგზამ რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები წარმატებით დაასრულა.

წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრვ ჩამოშლას იწვევდა. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყო.

მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, არსებულ მონაკვეთზე შეუფერხებელი იქნება მოძრაობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი