მემთეურების მთაში გადასვლა [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები, ძირითადად, ოჯახის უხუცესი წევრები არიან და ისინი მემთეურობას მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ იალაღებზე ატარებენ.

მემთეურები საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და მთაში პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ. მემთეურები მუდმივ საცხოვრებელ სახლებს შემოდგომის მიწურულს უბრუნდებიან.

მოიალაღეები მთაში დამზადებულ ყველს, კარაქს, ნადუღს გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მესაქონლეობა აჭარის მთის სოფლებში მცხოვრები ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

იალაღზე გამგზავრება / ქედა, სოფელი ხარაულა / გოჩა ზაქარაძის ფოტოები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი