ქართველ ოფროუდებს საერთაშორისო ტურნირში წარმატება საზღვაო სასწავლებელ “ანრიში” მიულოცეს

28-29 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინში, იუსუფელის პროვინციაში, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო შეჯიბრი ოფროუდში, სადაც საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ექვსმა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრში თბილისიდან  ერთი ეკიპაჟი იყო წარდგენილი, ქუთაისიდან – ორი, ხოლო ბათუმიდან – სამი.

გამარჯვებულები "ანრის" რექტორმა, ანზორ დიასამიძემ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

გამარჯვებულები “ანრის” რექტორმა, ანზორ დიასამიძემ, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

პირველი ადგილი s1 კატეგორიაში აიღო  ეკიპაჟმა თბილისიდან, წარმომადგენლები: გრიგოლ მშვენიერაძე და შტურმანი შოთა მაჭარაშვილი.

S2 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს რუსლან დიასამიძემ და შტურმანმა  დავით ხაბაძემ ბათუმიდან .

S4 კატეგორიაში კი მეორე ადგილზე გავიდნენ ზვიად დვალიშვილი და შტურმანი ნიკალაი ქუთაისიდან.

გამარჯვებულები "ანრის" რექტორმა, ანზორ დიასამიძემ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

გამარჯვებულები “ანრის” რექტორმა, ანზორ დიასამიძემ, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

S4 კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავეს გენადი კაკაბაძემ და შტურმანმა თამაზ ასანიძემ  ბათუმიდან.

შპს უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი “ანრი” პრიზიორებს ულოცავს დიდ  საერთაშორისო გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს შემდგომ ასპარეზობებზე.

სასწავლებელში გამარჯვებულების ოფიციალური მიღება გაიმართა.

სასწავლებელში გამარჯვებულების ოფიციალური მიღება გაიმართა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი