თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება – რიგები სარფის საბაჟოზე [ვიდეო]

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ იმატა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მიდის სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან თურქეთში, არ არსებობს.

რიგი სარფის საბაჟოზე – თურქეთში სეზონური სამუშაოები დაიწყო

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ იმატა. ვიდეო პირველ მაისსაა გადაღებული სარფის საბაჟოზე.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on Tuesday, May 1, 2018

ვიდეო გადაღებულია პირველ მაისს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ ჩაის ან თხილის პლანტაციებში, ხშირად აქვთ რისკი, რომ შეიძლება დამსაქმებელმა არ გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს საფასური.

გასული წლის სექტემბერში, ანუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ბოლო ციკლის მიწურულს, თურქეთის სახელმწიფომ მიიღო კანონი, რაც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობას არეგულირებს.

რომ არ გახდეთ შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი, უნდა შეავსოთ შესაბამისი აპლიკაცია. ეს შეიძლება გახდეს იმის გარანტია, რომ დამსაქმებელი ვეღრა მოგატყუებთ. აპლიკაციის შევსება შეიძლება ქართულად და არის უფასო.

აქ წაიკითხეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ  შეიძლება ლეგალურად დასაქმდეთ სეზონურ სამუშაოზე თურქეთში:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.