მთავარი,სიახლეები

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა

02.05.2018 • 2718
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის გუშინ ღამით დააკავეს.

ფეხბურთელი თანმხლებ სამ პირთან ერთად ბათუმის ბულვარში დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელი უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. დანარჩენ სამ პირზე სასამართლო დღის განმავლობაში იმსჯელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: