მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიაში 28 ვაკანსიაზე 813 განაცხადი შევიდა

02.05.2018 • 2166
ბათუმის მერიაში 28 ვაკანსიაზე 813 განაცხადი შევიდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 ვაკანტური  პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე 813 განაცხადი შევიდა.

ყველაზე მეტი – 131 განაცხადი ბათუმის  მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა საკითხების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად წარადგინეს. 116 განაცხადია შესული მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

ყველაზე ცოტა, 3 განაცხადი, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა შესული.

ბათუმის მერიამ კონკურსი 23 აპრილს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 30 აპრილს შეწყდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: