მთავარი,სიახლეები

აჭარაში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

02.05.2018 • 3203
აჭარაში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

პირველ მაისს ბათუმის დედათა და ბავშვთა  ცენტრში ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა მენინგოკოქცემიის დიაგნოზით. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრში გვითხრეს, ბავშვი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო.

„როცა ცუდად გახდა ბავშვი, ის მაშინვე  გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მენინგოკოქცემიის 1-2 შემთხვევა თითქმის ყოველ წელს ვლინდება და აქედან ერთი შემთხვევა მაინც ლეტალურად მთავრდება.

ნინო ნიჟარაძის თქმით, შემოწმდება საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვი დადიოდა.

როგორც ნინო ნიჟარაძე ამბობს, მენინგოკოქცემიის ვირუსი ძალიან სწრაფად მოქმედებს. მისი თქმით, პრევენცია შესაძლებელია იყოს აცრა, რომელიც საქართველოში არ კეთდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აცრის ეფექტურობა დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: