მთავარი,სიახლეები

პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს

02.05.2018 • 4886
პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები დაამტკიცა. ბრძანება 2018 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში.

[red_box]ბრძანების მიხედვით:[/red_box]

№1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.

№1 დანართით გათვალისწინებული ნიმუშების განთავსება [ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში] უნდა განხორციელდეს როტაციის პრინციპით, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს №1 დანართით დამტკიცებული ორი სხვადასხვა ნიმუში.

№2 დანართით დამტკიცებული ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამები კი უნდა განთავსდეს მასობრივი, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერი სახის ისეთ ტექსტობრივ, ლიტერატურულ, ფოტოგრაფიულ, ილუსტრირებულ ნაწარმოებში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.

№2 დანართით დამტკიცებული პიქტოგრამის ნიმუშებზე განთავსდეს შემდეგი სახის საერთო სამედიცინო გაფრთხილება: „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“ ,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის! ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ლოგო“ .

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პიქტოგრამების ნიმუშები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის [ასევე სხვა ნორმატიული აქტების] შესაბამისად დამტკიცდა. აღნიშნული კანონით:

„აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა“.

საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

ამავე კანონით:

სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: