სად ჩაქრება ხვალ შუქი აჭარაში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ხვალ, 2 მაისს, აჭარაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება შემდეგ    აბონენტებს:

11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3792 აბონენტს ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის, გორგასლის, აღმაშენებლის, შავშეთის, გოგოლის, რურუას, ლეონიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კახაბრის დასახლების ნაწილს.

ხელვაჩაურში, 13:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 30-30 წუთით შეეზღუდება ელექტროენერგია 2527 აბონენტს შემდეგ სოფლებში: ახალსოფელი, ავგია, ჭარნალი, შავლიძეები, ერგე, ჯოჭო, დიდაჭარა და მიმდებარე სოფლები, ასევე მეჯინისწყლის, კახაბრის, გონიოს, დაბა ხელვაჩაურის და დაბა მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.

11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია 1665 აბონენტს სოფლებში: სამება, ახალშენი, წინსვლა და მიმდებარე სოფლებს, ასევე განახლებისა და გონიოს დასახლებების ნაწილს.

10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1853 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: პირველი მაისი, კოლოტაური, აგარა, ოქტომბერი, მეძიბნა და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ქედის ნაწილს.

ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუნდაური, ქიძინიძეები, ლომანაური და მიმდებარე სოფლებს.

რაც შეეხება ქობულეთს,  ელექტროენერგიის მიწოდება აქ 11:00-დან 19:00 საათამდე, 2556 აბონენტს შეეზღუდება შემდეგ სოფლებში: სოფელი ქობულეთი, კვირიკე, ქაქუთი, სახალვაშო, ხალა, ჩაისუბანი და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან