მთავარი,სიახლეები

წიგნები ბუკერის 2018 წლის მოკლე სიიდან – პრემიის მფლობელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა

27.04.2018 • 1821
წიგნები ბუკერის 2018 წლის მოკლე სიიდან – პრემიის მფლობელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა

აპრილის შუა რიცხვებში ბუკერის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის 2018 წლის მოკლე სია გამოქვეყნდა. სიაში ფრანგი, სამხრეთ კორეელი, ესპანელი, ირანელი, პოლონელი და უნგრელი ავტორების  6  ინგლისურენოვანი წიგნი მოხვდა.

„ვერნონ სუბუტექს 1“ («Vernon Subutex 1») – ვირჯინი დეპანტი (საფრანგეთი)

„თეთრი წიგნი“ («The White Book») – ჰან განი (სამხრეთ კორეა)

„ცხოვრება გრძელდება” («The World Goes On») – ლასლო კრასნაჰორკაი (უნგრეთი)

„გაცრეცილი ჩრდილივით“ («Like a Fading Shadow») – ანტონიო მუნიოსი მოლინა (ესპანეთი)

„ფრანკენშტეინი ბაღდადში“ («Frankenstein in Baghdad») – აჰმედ საადავი (ირანი)

„ფრენები“ («Flights») – ოლგა ტოკარჩუკი (პოლონეთი)

ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოა ინგლისურენოვან ლიტერატუტაში.

პრემია 2004 წელს დაარსდა და პირველი ლაურეატი ალბანელი მწერალი, ისმაილ კადარე გახდა. ბუკერის ლიტერატურული პრემიის მფლობელს წელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა.

2018 წლის კონკურსის საბოლოოდ გამარჯვებულ ავტორსა და წიგნს ჟიური 22 მაისს გამოავლენს.

სხვადასხვა დროს ბუკერის პრემიის ლაურეატები იყვნენ: სალმან რუშდი, იშიგურო კაზუო, ელის მანრო, ფილიპ როთი და სხვები. შარშან, 2017 წლის ბუკერის გამარჯვებული ავტორი დავიდ გროსმანი გახდა, ისრაელიდან, რომანით „ცხენი მიდის ბარში“.

წყარო: themanbookerprize

გადაბეჭდვის წესი


ასევე: