104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს დასრულდება.

ამ ორსართულიან შენობაში, ქედის მერიის ინფორმაციით, მეორე სართულზე თემის რწმუნებულის ოფისიც განთავსდება.

ადგილი აწჰესის დასახლებაში, სადაც ორსართულიანი შენობა უნდა აშენდეს

შენობის ესკიზი

ქედის მერიას მახუნცეთის ჩანჩქერთან სხადასხვა პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ზოგი სამუშაო დაწყებულია.

ქედის მერის მოადგილემ, როლანდ ბერიძემ, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „თამარის ხიდის“ მიმდებარე ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით 3 ივნისამდე დასრულდება. რაც შეეხება პარკს – თაღისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად მერია პროექტზე მუშაობს – თამარის ხიდის მიმდებარედ არსებულ კიბეს არემონტებენ, აწყობენ პანდუსსა და გარე განათებას.

ამავე თემაზე:

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com