მთავარი,სიახლეები

სად გაითიშება ხვალ შუქი

26.04.2018 • 2382
სად გაითიშება ხვალ შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

11:00-დან 19:00 საათამდე 621 აბონენტს ბათუმში: ჯორჯიაშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს.
11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 986 აბონენტს ხელვაჩაურში: კახაბრის, მეჯინისწყალის, გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს, ასევე ახალსოფელს.

10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  2637 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აგარაში, ახოში, ცხმორისში, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა ქედის ნაწილს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაბნიძეებში, დღვანში, გოგნიაურში, ოქროპილაურსა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2165 აბონენტს ქობულეთის სოფლებში: წყავროკაში, ბუკნარში, გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებში, ქობულეთში აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: