მთავარი,სიახლეები

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას

13.04.2018 • 1561
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

„დღის ბოლოდან ამინდი შეიცვლება და ხვალ აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ამინდის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 6-11 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 2-7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 11,5 გრადუსია.

კვირას, 15 მარტს, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში და მომდევნო ორ დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: