სიახლეები

საკადრო ცვლილებები ქობულეთის მერიაში

12.04.2018 • 2116
საკადრო ცვლილებები ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მერმა დღეს, 12 აპრილს, ორი მუნიციპალური   შპს-ს დირექტორი დანიშნა, შპს „ტრანსრეგულირების“ ხელმძღვანელად მერაბ პაპუნაიშვილი, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორად – ჯემალ მეგრელიძე.

ჯემალ მეგრელიძე ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა 2009 წლიდან 2011 წლამდე. ამ დროს იგი აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან მონიტორინგის დეპარტამენტს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში ჯემალ მეგრელიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.

შპს „ტრანსრეგულირების“ ახალი დირექტორი – მერაბ პაპუნაიშვილი ბოლო წლებში შპს ტრანსრეგულირებაში“ მუშაობდა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შპს-ს წინა ხელმძღვანელებმა განცხადებები დაწერეს და თანამდებობის დატოვება ითხოვეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: