მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა

12.04.2018 • 2777
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოდან მონაწილე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მე-6, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა. მალტის სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში სულ 25 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა.

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც მალტაში ტარდება, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოთხი თამაში გამართა – საფრანგეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და არაბეთის სასკოლო გუნდებთან, აქედან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო 4:1 არაბეთის სასკოლო გუნდთან.

ხოლო თბილისის 90-ე სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში იტალიის, ხორვატიისა და ისრაელის სასკოლო გუნდებს მოუგო.

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა ხელბურთში, ფუტსალსა და კროსის სახეობაში ყატარში, ისრაელსა და საფრანგეთში ჩატარდა. 19 აპრილს სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება ბადმინტონში, ხოლო ივნისში ფრენბურთსა და კალათბურთში სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება  არის დაგეგმილი ჩეხეთსა და სერბეთში.

სპორტის სამივე სახეობაში – ბადმინტონში, ფრენბურთსა და კალათბურთში ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ფოტოები მალტიდან ვაიოს საჯარო სკოლის გუნდის წევრებმა, მირანდა გორგილაძემ და ელზა მახაჭაძემ მოგვაწოდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: